ქუთაისის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა AI წიგნიერებაზე 2-დღიანი ტრენინგი გაიარეს 
04-04-2025

ქუთაისის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები, დირექციისა და პედაგოგთა მხარდაჭერით, აქტიურად არიან ჩართულნი სხვადასხვა საგანმანათლებლო ინიციატივაში. 

1-2 აპრილს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) სკოლის მოსწავლეებისთვის 2-დღიანი ტრენინგი გაიმართა თემაზე —  „AI წიგნიერება & პრომპტ ინჟინერია“.

პროექტში მონაწილეობენ ქუთაისის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები.

ტრენინგი მოიცავს ისეთი საკითხების განხილვას, როგორებიცაა:

AI წიგნიერებისა და პრომპტ ინჟინერიის საწყისები;

რისკები და ეთიკური გამოწვევები;

ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ენობრივი და სხვა ტიპის მოდელები;

დავალების, ე.წ. „პრომპტის,“ სწორად და ეფექტურად მიცემის სტრატეგიები.

ტრენინგი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა. 

ტრენინგის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203