
ცაგერის საჯარო სკოლა ორიენტირებულია მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე, რაც მოსწავლეთა შესაძლებლობებზე, შემდგომ კი მიღწევებზე აისახება. სკოლაში არაერთი წარმატებული მოსწავლე სწავლობს რომელთა წინსვლა სასწკოლო საზოგადოებისთვის საამაყო და სასიხარულოა.
ამჯერად, სკოლა მე-5 კლასის მოსწავლე გაბრიელ ლეთოდიანს გვაცნობს.
იგი წარჩინებული მოსწავლეა, მრავალმხრივი ინტელექტით დაჯილდოებული.
ახლახან, კი მან ჭადრაკში, ზონალურ პირველობაზე ვაჟთა შორის I ადგილი დაიკავა და წარმატების დამადასტურებელი სიგელი დაიმსახურა.
სკოლაში მოსწავლის წარმატებით ხარობენ და მას ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„ვულოცავთ, გაბრიელს და ბევრ წარმატებას ვუსურვებთ!“,- აღნიშნავენ სკოლაში.