ეკომეგობრული ხელოვნება თბილისის N142 საჯარო სკოლის მე-3 კლასელებისგან
04-04-2025

თბილისის N142 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადრება ექცევა, ამ მიზნით კი არაერთი აქტივობა თუ ღონისძიება იმართება. 

ამის ნათელი მაგალითია, გარემოსდაცვითი პროექტი, რომელიც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გაზრდას მიეძღვნა.

პროექტის ფარგლებში. სკოლის მე-3 კლასელებმა და მათმა მშობლებმა ნარჩენებისგან შექმნეს შეუდარებელი დეკორატიული ნივთები.

პროექტის ორგანიზატორია ინგლისური ენის მასწავლებელი ეკა ტაბატაძე.

პროექტს კონკურსის სახე აქვს. სასკოლო საზოგადოებას შესაძლებლობა აქვს ფავორიტ ნამუშევარს სოციალური ქსელის დახმარებით დაუჭიროს მხარი.
 ხმის მიცემა მხოლოდ პროექტის Facebook გვერდზეა შესაძლებელი! მოიწონეთ თქვენი საყვარელი ნამუშევარი და დაეხმარეთ მას გამარჯვებაში!  გამარჯვებულები გამოვლინდებიან 30 აპრილს, მოწონებების რაოდენობის მიხედვით.

დიდი მადლობა დამრიგებლებს - ელზა ბასილიძეს და მანანა ხულუზაურს, პროექტის წარმატებით განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის!

გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან პროექტის დახურვის დღეს, მაისში, სპეციალურ ცერემონიაზე!

პრიზები გადაეცემა პირველ, მეორე, მესამე და მეოთხე ადგილების მფლობელებს სკოლის პარტნიორებისგან - „ფარმადეპოსგან“, „ბიბლუსისა“ და „სულაკაურის გამომცემლობისგან“,-აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203