ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშის საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს.
ახლახან, ლაილაშის საჯარო სკოლასთან შერწყმულ სურმუშის დაწყებით სკოლაში ( ||-||| )კლასის მოსწავლეებმა - მარიამ მურცხვალაძემ და გიორგი მურცხვალაძემ ხელოვნების შესწავლისას იმუშავეს საინტერესო პროექტზე.
მოსწავლეებმა პროექტის ფარგლებში სახვითი ხელოვნების ჟანრების შესახებ მეტი ინფორმაცია მოიძიეს, საკითხს ჩაუღრმავდნენ და საინტერესო პოსტერი შექმნეს.
პროექტი მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა.
პროექტს პედაგოგი ქ.გაბრიჭიძე ხელმძრვანელობდა, რომელიც მოსწავლეებს ყოველთვის საინტერესო სასსწავლო პროცესს სთავაზობს.
იხილეთ ფოტოები: