ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსს უმასპინძლეს 
07-04-2025

ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო საგანმანათლებლო ინციატივებით. 

ახლახან, საბუნებისმეტყველო კათედრის ბიოლოგიის მასწავლებლის - სოფიკო კვერნაძის ინიციატივით, სკოლაში სტუმრად იმყოფებოდა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსი გოჩა გიორგიძე.

შეხვედრის მიზანი იყო მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება და ინფორმირებულობა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ინფექციური და რესპირატორული დაავადებების გავრცელება და გავრცელების პრევენციის გზები, ეპიდემია და პანდემია, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მუშაობის მექანიზმები, ვირუსული ინფექციების გავრცელების შემთხვევაში შემდგომი ქმედებები.

სტუმარმა, ამ ყველაფერთან ერთად, ისაუბრა ისეთ საშიშ პათოგენზე, როგორიცაა: ებოლას ვირუსი, მარბურგის ცხელება, გრიპის ვირუსი და ახლო წარსულში გადატანილი -კორონავირუსი, ასევე გაზი გაუსვა იმუნიზაციას ისაუბრა პაპილომა ვირუსსა და მის მიერ გამოწვეული დაავადებების შემცირების გზაზე, დაავადების მართვად ფორმაში გადასაყვანად დროული ვაქცინაციის კრიტიკულ მნიშვნელობაზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ მე-7, მე-8, მე-10, კლასის მოსწავლეები, მათ მიეცათ შესაძლებლობა უშუალოდ პირველი პირისაგან მიეღოთ ინფორმაციები, ვირუსულ ინფექციებსა და მათთან ბრძოლის გზებზე

შეხვედრა იყო დასამახსოვრებელი, შესანიშნავი გამოცდილება სასკოლო საზოგადოებისთვის.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საბუნებისმეტყველო კათედრის წევრები, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი.

სკოლაში მადლობას უხდიან სტუმარს საინტერესო შეხვედრისთვის. 

„მადლობას ვუხდით ბატონ გოჩას, ჩვენი მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებაში შეტანილი წვლილისთვის და ძვირფასი დროის დათმობისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.

შეხვედრის ბოლოს, სკოლის დირექციამ გოჩა გიორგიძეს გადასცა მადლობის სიგელი, ბავშვებმა კი მას მათივე ხელით შექმნილი პორტრეტი უსახსოვრეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203