ბახვის საჯარო სკოლაში კალიგრაფიის კონკურსის შიდასასკოლო ტური ჩატარდა 
04-04-2025

წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებულია, მათი ჩართულობა სხვადასხვა კონკურსში კი მხარდაჭერილი. 

ახლახან, წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელიბის ოზურგეთის მუნიციპალუტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლაში ჩატარდა კალიგრაფიის  კონკურსის პირველი, სასკოლო ეტაპი, რასაც წინ უძღოდა შესარჩევი ეტაპიც.

სკოლის ცხრა მოსწავლემ  „ვეფხისტყაოსნის“ სტროფი ულამაზესი ქართული ანბანით მოქარგა. მოსწავლეებმა დაკისრებულ მოვალეობას წარმატებით გაართვეს თავი. 

ჟიურის გადაწყვეტილებით, დასკვნით რაიონულ ეტაპზე გადავიდა მე-8 კლასის მოსწავლე მარიამ მდინარაძე.

სკოლაში მარიამს გულმხურვალედ გულშემატკივრობენ და შემდეგ ეტაპზე წარმატებას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203