ქუთაისის №32 სკოლის მოსწავლეები საგანმანათლებლო კონფერენციაზე საინტერესო მოხსენებებით წარდგნენ
04-04-2025

ავთანდილ დეკანოიანის სახელობის ქუთაისის №32 სკოლის მოსწავლეები, პედაგოგთა მხარდაჭერითა და წახალისებით, აქტიურად არიან ჩართულნი სხვადასხვა საგანმანათლებლო ინიციატივაში. 

მათ შორის, X და XI კლასის მოსწავლეები (ანასტასია ჩოგოვაძე, ანი კვერნაძე) მონაწილეობდნენ  ქუთაისის №14 საჯარო სკოლის მიერ ორგანიზებულ მოსწავლეთა კონფერენციაში.

კონფერენციის სამუშაო თემა იყო: „სილამაზე, მოდა და ჩაცმულობა დროის განმავლობაში“.

მოსწავლეები საინტერესო მოხსენებებით წარდგნენ აუდიტორიის წინაშე:

• ანასტასია ჩოგოვაძე კონფერენციაზე წარდგა თემით - „The Evolution of Egyptian Clothing“. 

• ანი კვერნაძემ კი დამსწრე საზოგადოებას გააცნო მოხსენება სახელწოდებით -  „The Evolution of Fashion and Clothing“.

მოსწავლეებმა თემის გარშემო საინტერესოდ ისაუბრეს და ინგლისური ენის ცოდნა და შესაძლებლობები დაიმსახურეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203