გორელოვკის N3 სკოლაში ინგლისური ენის მართლწერის კონკურსი გაიმართა 
10-04-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში ინგლისური ენის ხარისხიან სწავლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ცოდნასა და შესაძლებლობებს კი მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებაზე წარმოაჩენენ.  

ახლახან, სკოლაში ჩატარდა ინგლისური ენის მართლწერის კონკურსი - „Spelling Bee“.

კონკურსში ჩაერთნენ ნინოწმინდის N4 და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლების მე-3 კლასების მოსწავლეები. 

კონკურსი მოსწავლეებისთვის მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა, მოსწავლეებმა ენის ცოდნა და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარი წარმოაჩინეს. 

გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომელთაც სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203