კაბლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლის შემოქმედებითი აქტივობა და სადღესასწაულოდ შექმნილი დეკორაცია 
04-04-2025

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბლის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ მოსწავლეთა შემოქმედებით განვითარებაზე, რაც მოზარდებს საშუალებას აძლევს საკუთარი ნიჭი და შესაძლებლობები სხვადასხვა მიმართულებით გამოავლინონ.

შემოქმედებითი განათლება ხელს უწყობს ბავშვების ფანტაზიის, თვითგამოხატვისა და ინდივიდუალური უნარების განვითარებას. სწორედ ამ მიზნით, სკოლაში ხშირად იმართება მრავალფეროვანი აქტივობები, სადაც მოსწავლეები საკუთარი ხელით ქმნიან უნიკალურ ნამუშევრებს.

ამ ინიციატივების ფარგლებში, მოსწავლე ნარმინ ასკაროვამ გამოიჩინა განსაკუთრებული შემოქმედებითი მიდგომა და საახალწლო თემატიკაზე საკუთარი ხელით შექმნა ორიგინალური ნაძვის ხე.

ასეთი აქტივობები ცხადყოფს, რომ პედაგოგების მხარდაჭერით, მოსწავლეები სიხარულით ერთვებიან შემოქმედებით პროცესებში, რაც მათ მოტივაციას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203