
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს დაცვის მნიშვნელობას ნათლად აცნობიერებენ, რადგან პედაგოგები მათი ეკოცნობიერების ამაღლებასა და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გამომუშავებაზე აქტიურად ზრუნავენ.
გაზაფხულის მოსწვლასთან ერთად მოსწავლეები სკოლის ეზოს გამწვანებას შეუდგნენ.
გამწვანების ღონისძიებაში მე-7 კლასის მოსწავლებმა მიიღეს მონაწილეობა, რომელთაც სკოლის ეზოში ხის ნერგები და სხვა მცენარეები დარგეს.
მოსწავლეები საგაზაფხულო სამუშაოებში ხალისით ჩაერთნენ და იაქტიურეს.
იხილეთ ფოტოები: