მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გურძემის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯარებულია საინტერესო საგანმანათლებლო ინიციატივებით.
ახლახან, პედაგოგ კახა ჯგერენაიას ხელმძღვანელობით, საგანში - „მოქალაქეობა“, გაიმართა გუნდური ვიქტორინა, რომელშიც მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ.
ღონისძიება მიზნად ისახავდა მოსწავლეებში მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლებას, დემოკრატიული ღირებულებების, კანონის უზენაესობისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის უკეთ გააზრებას.
ვიქტორინა გუნდურ ფორმატში ჩატარდა, რაც განსაკუთრებით დაეხმარა მოსწავლეებს ერთმანეთთან თანამშრომლობის, იდეების გაზიარებისა და გუნდური გადაწყვეტილებების მიღების უნარების განვითარებაში.
შეკითხვები მოიცავდა ისეთ თემებს, როგორიცაა: ადამიანის უფლებები, მოქალაქის ვალდებულებები, სახელმწიფო სტრუქტურები, არჩევნები, დემოკრატიის პრინციპები და საზოგადოების მოწყობა.
მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს და გამოავლინეს არა მხოლოდ საგნობრივი ცოდნა, არამედ ლოგიკური და სწრაფი აზროვნების უნარებიც.
ვიქტორინამ შექმნა აქტიური და მოტივაციის შემცველი გარემო, სადაც მოსწავლეები ერთმანეთს ცოდნით უწევდნენ კონკურენციას, რაც კიდევ უფრო ამაღლებს ინტერესი საგნის მიმართ.
ასეთი ღონისძიებები ხელს უწყობს მოსწავლეების სამოქალაქო განათლების გაღრმავებას და მათ ჩამოყალიბებას აქტიურ, პასუხისმგებლიან მოქალაქეებად.
იხილეთ ფოტოები: