შორაპნის საჯარო სკოლის მე-2 კლასელებმა საინტერესო დიორამები შექმნეს
03-04-2025

ზაზა ფერაძის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შორაპნის საჯარო სკოლაში კომპლექსური დავალებებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. 

შემოქმედებითი ბუნების დავალებები მოსწავლეთა დიდი ინტერესით გამოირჩევა, ბავშვები მათ შესრულებას დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან. 

ახლახან, შორაპნის საჯარო სკოლის მე-2 ა კლასის მოსწავლეებმა (პედაგოგი მზია ჯაფარიძე) ბუნებაში კომპლექსური დავალების - „ტბის ბინადრები“, მიხედვით, მშობლების დახმარებით შექმნეს მეტად საინტერესო დიორამები.

მოსწავლეებმა კარგად წარმოაჩინეს წლის სამყარო და მისი საბინადრო გარემო.

მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაციაც გამართეს და საკუთარი ნამუშევრების შესახებ ამომწურავად ისაუბრეს. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მსგავსი დავალებები მოსწავლეებს უვითარებს შემოქმედებით უნარს და ხელს უწყობს ტექსტის გაგება გააზრებას, დეტალების დამახსოვრებას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203