გორელოვკის N3 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა თემა - სმენის ორგანოები, საინტერესო კომპლექსური დავალებით შეისწავლეს
04-04-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში კომპლექსური დავალებებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. 

ახლახან, პირველკლასელებმა, ბუნებისმეტყველების საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს, რომლის თემა იყო - „გრძნობის ორგანოები“.

მოსწავლეები საინტერესო და სახალისო ფორმით გაეცნენ გრძნობის ხუთივე ორგანოს — მხედველობის, სმენის, ყნოსვის, გემოსა და შეხების — ფუნქციებსა და მნიშვნელობას.

გაკვეთილი ინტერაქციულად წარიმართა: ბავშვებმა არა მხოლოდ მოისმინეს თეორიული ინფორმაცია, არამედ თავად ჩაერთვნენ აქტივობებში — დააკვირდნენ ილუსტრაციებს, გამოიყენეს სენსორული მასალები, გაანალიზეს სხვადასხვა საგნის მახასიათებლები და თავიანთი გრძნობების მეშვეობით დაადგინეს, როგორ აღიქვამენ სამყაროს.

დავალების ფარგლებში მოსწავლეებმა შექმნეს პოსტერები, სადაც თვალსაჩინოდ გამოსახეს თითოეული გრძნობის ორგანო და მის ფუნქციასთან დაკავშირებული მაგალითები.

დავალება მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშსაქცევი აღმოჩნდა. 

დავალება მოსწავლეებს პედაგოგებმა - ხათუნა წინწკალაძემ და მარი დავლაძემ შესთავაზეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203