მუხურის თემის საჯარო სკოლაში, აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა 
03-04-2025

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მუხურის თემის საჯარო სკოლა აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეს საინტერესო ღონისძიებით გამოეხმაურა. 

სკოლის სააქტო დარბაზში ჩატარდა საგანმანათლებლო ღონისძიება, რომლის მიზანი იყო მოსწავლეებისათვის ინკლუზიისა დ მრავალფეროვნების უკეთ გაცნობა, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

ღონისძიება საგანმანათლებლო ხასიათისა იყო. ეხებოდა აუტისტური სპექტრის ადამიანების ცხოვრებას, იმ გამოწვევებს, რომლებიც ხდება მათ ყოველდღიურობაში, სტიგმისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ემპათიის უნარის გამომუშავებას.

მონაწილეიბდნენ ამავე სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები.

ხელმძღვანელი კი გახლდათ სპეციალური განათლების პედაგოგი მაკა კრილოვა.

აღსანიშნავია, რომ 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღედ 2007 წლის 18 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ გამოაცხადა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...