ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო საგანმანათლებლო ინიციატივებით.
სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგმა - ვერა ლობჯანიძემ მოსწავლეებს შეასწავლა ძველი ქართული ანბანი - ასომთავრული და დაამზადებინა პოსტერი, რომელიც გვხვდება XVI საუკუნიდან, უფრო ადრე იგი ცნობილი იყო მრგლოვანიით.
მოსწავლეებმა ანბანი დიდი სიყვარულითა და შემართებით შეისწავლეს და გაიაზრეს მისი უნიკალურობა და სილამაზე. პლაკატი კი თვალსაჩინო ადგილას გამოაკრეს და სასწავლო რესურსად აქციეს.
იხილეთ ფოტოები: