„შენ ისე ღრმა ხარ, ქართულო ცაო...“ - ანა კალანდაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ლამაზი ღონისძიება ​პირველი ობჩის საჯარო სკოლაში
03-04-2025

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი ობჩის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიებებით. 

მათ შორის აღსანიშნავია, ანა კალანდაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „შენ ისე ღრმა ხარ, ქართულო ცაო...“

ღონისძიება გაიხსნა მოსწავლეთა მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმის - „პოეზიის დედოფლად წოდებული ანა კალანდაძე“ ჩვენებით, სადაც საინტერესოდ იყო მოწოდებული მწერლის ბიოგრაფია და შემოქმედება. 

ანა კალანდაძის ხსოვნის პატივსაცემად, მოსწავლეებმა წაიკითხეს პოეტის რჩეული და ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი ლექსები, ასევე გაჟღერდა დარბაზში მის ლექსებზე შექმნილი ჰანგები.

ასეთი ღონისძიებები ემსახურება, როგორც მოსწავლეთა ცოდნის ამაღლებას, ასევე მათი შემოქმედებითობის წახალისება-წარმოჩენას. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...