სამების საჯარო სკოლის პირველკლასელებმა საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღე საინტერესო აქტივობებით აღნიშნეს
03-04-2025

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს წიგნის სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე შთააგონებენ. 

I კლასის მოსწავლეებმა საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. 

ბავშვებმა ჰანს ქრისტიან ანდერსენის ზღაპრებიდან მცირე მონაკვეთები წაიკითხეს და შემდგომ მათ შესახებ საინტერესოდ იმსჯელეს. ასევე გააფერადეს საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული თემატური ნახატები. დაათვალიერეს სკოლის ბიბლიოთეკა, სადაც ბიბლიოთეკარმა მათ ანდერსენის ბიოგრაფია უამბო.

აქტივობები მოსწავლეებისთვის შემეცნებითთან ერთად სახალისო აღმოჩნდა, მოსწავლეებნა ნათლად გაიაზრეს წიგნის კითხვის მნიშვნელობა. 

საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღის აღნიშვნამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი კითხვის როლს მოზარდების განათლებასა და პიროვნულ განვითარებაში. მოსწავლეებმა გააცნობიერეს, რომ კითხვა არა მხოლოდ ცოდნის მიღების, არამედ წარმოსახვისა და კრეატიულობის განვითარების საუკეთესო საშუალებაა.

საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღე  ყოველწლიურად, მთელ მსოფლიოში, ჰანს კრისტიან ანდერსენის დაბადების დღეს, 2 აპრილს აღინიშნება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...