„დედაჩემი დედოფალია“ - ანდეზიტის საჯარო სკოლაში ჩატარებული ღონისძიება ლამაზი ასოებით ჩაიწერა სკოლის ისტორიაში 
02-04-2025

ბორჯომის მუნიციპალიტეტის, ანდეზიტის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას და სწორედ აქედან გამომდინარე, ხარისხიანი საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, ტარდება მრავალფეროვანი აქტივობები, რომლებშიც ბავშვები დიდი სიხარულით ერთვებიან.

ახლახან, ანდეზიტის საჯარო სკოლაში გაზაფხულის შემობრძანება და დედის დღე შთამბეჭდავი ღონისძიებით აღნიშნეს.

მოსწავლეებმა თავისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან და საყვარელ ადამიანებს - დედებს მიულოცეს ეს განსაკუთრებული დღე - მიუძღვნეს ლექსები, სიმღერები, ცეკვები... კიდევ ერთხელ უთხრეს, რომ ისინი ძალიან უყვართ და აღნიშნეს  - „დედაჩემი დედოფალია“!

ანდეზიტის საჯარო სკოლაში ჩატარებულ ღონისძიებას ემოციების გარეშე არ ჩაუვლია და ეს დღე ლამაზი ასოებით ჩაიწერა სკოლის ისტორიაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...