გაზაფხულის დღე-სასწაული ხაჩკოვის საჯარო სკოლაში - ქალთა საერთშორისო დღეს მასშტაბური ღონისძიება მიეძღვნა
02-04-2025

წალკის მუნიციპალიტეტის, ხაჩკოვის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას და სწორედ აქედან გამომდინარე, ხარისხიანი საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, ტარდება მრავალფეროვანი აქტივობები, რომლებშიც ბავშვები დიდი სიხარულით ერთვებიან.

ახლახან, ხაჩკოვის საჯარო სკოლაში გაზაფხულის შემობრძანება და ქალთა დღე შთამბეჭდავი ღონისძიებით აღნიშნეს.

როგორც სკოლაში გვიამბობენ, ღონისძიება არა მხოლოდ მილოცვებსა და კეთილ სურვილებს აერთიანებდა, არამედ წარმოდგენილი გახლდათ იუმორისტული ნომრებიც.

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა დახატეს ძლიერი, ჭკვიანი, ლამაზი ქალის გამოსახულება, რომელიც სიყვარულით წარუდგინეს საყვარელ ლიუბა მასწავლებელს.

„ღონისძიებაზე წარდგნენ მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებიც, ეს დღე ქალბატონებს სკოლის დირექტორმა მაქსიმ გალსტიანმა და მშობლებმა მიულოცეს, ორგანიზატორი კი პედაგოგი ლიუბა ბულუდიანი გახლდათ“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...