დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით წალკის მუნიციპალიტეტის ხარებას საჯარო სკოლაში ჩატარდა აქტივობა ბიოლოგიის მასწავლებლის თეა შაინიძის ორგანიზატორობით, რომელიც მიმართული იყო განსხვავებულობის მიღებისა და ინკლუზიის მნიშვნელობის გააზრებისკენ.
„დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე გვახსენებს, რომ ყველა ადამიანი უნიკალურია და იმსახურებს სიყვარულსა და მხარდაჭერას. ჩვენ შეგვიძლია, შევქმნათ ისეთი სამყარო, სადაც განსხვავებულობა არ იქნება დაბრკოლება, არამედ ძალა, რომელიც გვაერთიანებს“, - აღნიშნა პედაგოგმა მოსწავლეებთან საუბრისას.
მოსწავლეებმა შექმნეს კედლის გაზეთი „განსხვავებულობა სიყვარულია“ სადაც წარმოაჩინეს, რომ თითოეული ადამიანი განსაკუთრებულია. გაიმართა ფილმის „არაქისის შადრევანის“ ჩვენება, რის შემდეგაც შედგა მსჯელობა, სადაც განიხილეს მეგობრობის, მიღებისა და მხარდაჭერის საკითხები.
აქტივობებმა ხელი შეუწყო მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას და ერთმანეთის უნიკალურობის დაფასებას.
იხილეთ ფოტოები: