საყდრიონის საჯარო სკოლის მეცხრეკლასელებმა დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს საინტერესო ინფორმაციები გაუზიარეს დაუნის სინდრომის შესახებ
02-04-2025

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდრიონის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.

აქტივობობი დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებსა და სკოლის ექთნის, აქტიური ჩართულობით წარიმართა. მათი ინიციატივით უფროსკლასელებმა დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს თავად აუხსნეს, რას ნიშნავს დაუნის სინდრომი. 

„ეს არის ყველაზე გავრცელებული ქრომოსომული გენეტიკური ცვლილებაა, რომლის დროსაც ნაცვლად 46 ქრომოსომისა, გვხვდება დამატებით ერთი ქრომოსომა.  სამყარო, რომელშიც ცხოვრებას ვისურვებდით სავსე უნდა იყოს ბედნიერებით, სიყვარულითა და პოზიტივით. ერთი ქრომოსომა არ უნდა წყვეტდეს ადამიანის ბედს“, - აღნიშნეს მოსწავლეებმა.

სკოლის წარმომადგენლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით პრეზენტაციები დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს წარუდგინეს მეცხრე კლასის მოსწავლეებმა: მარიამ შავაძემ და გვანცა პაქსაძემ. აქვე დირექცია მადლობას უხდის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებსა და სკოლის ექთანს, აქტიური ჩართულობისთვის. მადლობა, გურო ბერიძეს, ჟუჟუნა მარკოიძესა და მზევინარ შამანაძეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203