საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეთა კულტურულ-საგანმანათლებლო ვიზიტი თეატრში
14-04-2025

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის პირველკლასელთა სასკოლო ცხოვრებას კიდევ ერთი დაუვიწყარი კულტურული ღონისძიება შეემატა. 

ახლახან, სკოლა-გიმნაზიის I და I კლასის მოსწავლეები, დამრიგებლებისთინათინ ბლიაძისა და ქეთი მოსულიშვილის ხელმძრვანელობით, შემცნებით-გასართობი ექსკურსიების ფარგლებში, ესტუმრნენ თეატრს „მეორე სახლი“.

პატარა მაყურებლებისთვის თეატრში ვიზიტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო სცენურ ხელოვნებასთან დაახლოების გზაზე.

მოსწავლეებმა დიდი ინტერესითა და აღფრთოვანებით უყურეს სპექტაკლს სახელწოდებით — „მაუგლი“, რომელიც მათთვის ცნობილი და საყვარელი მოთხრობის მიხედვით იყო დადგმული.

სცენაზე გაცოცხლებული პერსონაჟები — ბალუ, ბაგირა, შერ-ხანი და თვით მაუგლი — ბავშვისთვის ახლობელ თემებს ეხებოდა: მეგობრობა, სიმამაცე, სირთულეებთან გამკლავება და საკუთარი თავის პოვნას.

სპექტაკლი მოსწავლეებისთვის არა მხოლოდ გასართობი არამედ, ზნეობრივ-დამრიგებლურიც იყო - ის ასწავლიდა ერთგულებას, პასუხისმგებლობას, მეგობრობის მნიშვნელობას.

სპექტაკლის შემდეგ ისინი ემოციებით აღსავსენი განიხილავდნენ საყვარელ პერსონაჟებს, იმეორებდნენ დიალოგებს და ერთმანეთს უზიარებდნენ შთაბეჭდილებებს.

ამგვარი კულტურულ-საგანმანათლებლო ვიზიტები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსწავლეთა გემოვნების, ემპათიისა და შემოქმედებითი აზროვნების ჩამოყალიბებისთვის. „მაუგლის” ნახვა კი მათ მეხსიერებაში ნამდვილად დარჩება, როგორც ერთ-ერთი შთამაგონებელი გამოცდილება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203