თბილისის N36 საჯარო სკოლაში გარემოსდაცვით საკითხებზე საინტერესო პრეზენტაცია გაიმართა 
28-03-2025

თბილისის N36 საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოზე ზრუნვის მნიშვნელობას ნათლად აცნობიერებენ და მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით გამოირჩევიან. 

ახლახან, სკოლას სპეციფიკური ნარჩენების კომპანია „ვეისთლესი“ ეწვია. სკოლაში საინტერესო და ინტერაქციული პრეზენტაცია გაიმართა. მოსწავლეებმა გამოავლინეს დიდი ინტერესი გარემოსდაცვით საკითხებში.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში წარმატებით მუშაობს ეკოკლუბი - „დედაბუნების მინიონები“, რომლის წევრებიც აქტიურ გარემოსდაცვით საქმიანობაში არიან ჩართულნი. 

„მოსწავლეები სკოლის ეკოკლუბის აქტიური მუშაობის შედეგად, კარგად იცნობენ ნარჩენების მართვის პრინციპებს, ახარისხებენ პლასტმასას და ქაღალდებს, ახლა უკვე დავიწყებთ ელემენტებს და სხვა სასკოლო სპეციფიკური ნარჩენების შეგროვებასაც. მათი ენთუზიაზმის წასახალისებლად, ახლო მომავალში იგეგმება კომპანია „ვეისთლესის“ სპეციალური შესაგროვებელი ყუთების მიწოდება სკოლისთვის“,- გვეუბნებიან სკოლაში და დასძენენ, რომ სკოლების ჩართულობა ეკოლოგიის კუთხით ცნობიერების ასამაღლებლად მნიშვნელოვანია მომავალ თაობებში სწორი ღირებულებების ჩამოსაყალიბებლად.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203