თბილისის N36 საჯარო სკოლის პირველკლასელები „ჭრელი წინდების“ აქციას მრავალფეროვანი აქტივობით შეუერთდნენ
27-03-2025

თბილისის N36 საჯარო სკოლა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების აქციას მასშტაბური აქტივობებით შეუერთდა, რომელშიც სკოლის ყველა საფეხურის მოსწავლე გახლდათ ჩართული; განსაკუთრებით სასიხარულო კი ისაა, რომ ყველაზე უმცროსმა წარმომადგენლებმა - დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა იციან, რას ნიშნავს დაუნის სინდრომი, იციან, რომ სინდრომის მქონე ადამიანებისთვის მზე ერთით მეტი სხივით ანათებს და რაც მთავარია, ზედმიწევნით აქვთ გააზრებული თანასწორობის პრინციპი.

ახლახან თბილისის N36 საჯარო სკოლის I „ა“ კლასში, პედაგოგის - ნატალია ყურმაშვილის ხელმძღვანელობით, ჩატარდა საინტერესო შემეცნებითი აქტივობა, რომელშიც ასევე ჩაერთნენ სპეციალური მასწავლებლებიც.

მოსწავლეებმა, პედაგოგების აქტიური ჩართულობით, მიიღეს ინფორმაცია დაუნის სინდრომის შესახებ, შეიტყვეს, თუ რატომ იქცა ჭრელი წინდა ამ დღის სიმბოლოდ, ფურცლებზე გადაიტანეს ფერადი საღებავებით შეღებილი ხელების ანაბეჭდები და კიდევ ერთხელ, მკაფიოდ განაცხადეს, რომ „მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203