ოზურგეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პოეზიის საერთაშორისო დღე საყვარელი ლექსების კითხვით აღნიშნეს
28-03-2025

21 მარტს, როდესაც მსოფლიომ პოეზიის საერთაშორისო დღე იზეიმა, ოზურგეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმაც იმოგზაურეს პოეზიის ჯადოსნურ სამყაროში.

მოსწავლეებმა ეს გამორჩეული თარიღი, მე-4 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ირინა კოსტავას ხელმძღვანელობით, საყვარელი ლექსების კითხვით აღნიშნეს. მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ემოციით კითხულობდნენ ქართულ პოეტურ ნაწარმოებებს, რაც კიდევ უფრო ამდიდრებდა ღონისძიებას და ამაღლებულ განწყობას ქმნიდა.

ამ დღის აღნიშვნა მნიშვნელოვანია, რადგან პოეზია არა მხოლოდ ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და გამომსახველობითი ფორმაა, არამედ ის ეხმარება ადამიანებს, უკეთ გამოხატონ გრძნობები, გაიაზრონ საკუთარი ემოციები და სამყაროს განსხვავებული თვალით შეხედონ.

ასეთი ღონისძიებები სკოლაში ბავშვებს უღვივებს პოეზიის სიყვარულს, აუმჯობესებს მათ მეტყველებას და მხატვრული კითხვის უნარებს.

იხილეთ ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203