ოზურგეთის N1 საჯარო სკოლა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეს მასშტაბური, მრავალფეროვანი ღონისძიებებით შეუერთდა
27-03-2025

ოზურგეთის N1 საჯარო სკოლა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების აქციას მასშტაბური აქტივობებით შეუერთდა, რომელშიც სკოლის სხვადასხვა საფეხურის მოსწავლე გახლდათ ჩართული; განსაკუთრებით სასიხარულო კი ისაა, რომ სკოლის თითოეულმა წარმომადგენლებმა  იცის, რას ნიშნავს დაუნის სინდრომი, იცის, რომ ამ სინდრომის მქონე ადამიანებისთვის მზე ერთით მეტი სხივით ანათებს და რაც მთავარია, ზედმიწევნით აქვს გააზრებული თანასწორობის პრინციპი.

ახლახან ოზურგეთის N1 საჯარო სკოლის მე-4 „ბ“ კლასის მოსწავლეებისთვის, ირინა კოსტავას ხელმძღვანელობით, ჩატარდა შემეცნებითი გაკვეთილი, რომელიც მოიცავდა საინტერესო ფაქტებს დაუნის სინდრომის შესახებ; აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა მოისმინეს სიმღერაც და ისიც გაიაზრეს, რომ თითოეული ადამიანი განსხვავებულია, თუმცა თანასწორი.

V „გ“ კლასმა კი პედაგოგის, ბელა ურუშაძის ხელმძღვანელობით, თანატოლებთან ერთად განაცხადა, რომ მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან და ჩვენ, ყველა, „ერთად ვქმნით ფერად სამყაროს“.

დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების აქციას შეუერთდნენ II „ა“ კლასის მოსწავლეებიც, პედაგოგის, ნათია ჯულუყაძის ხელმძღვანელობით.  

ბავშვებმა, პედაგოგების აქტიური ჩართულობით, მიიღეს ინფორმაცია დაუნის სინდრომის შესახებ, შეიტყვეს, თუ რატომ იქცა ჭრელი წინდა ამ დღის სიმბოლოდ, ფურცლებზე გადაიტანეს ფერადი საღებავებით შეღებილი ხელების ანაბეჭდები და კიდევ ერთხელ, მკაფიოდ განაცხადეს, რომ „მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203