
ირაკლი ბაზაძის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მახათაურის საჯარო სკოლაში გაიმართა შიდა სასკოლო ინტელექტუალური კონკურსი „ტვინების ბრძოლა“.
კონკურსში მონაწილეობა საინტერესო სახალისო და მამოტივირებელი იყო მოსწავლეებისთვის. აქტივობამ ხელი შეუწყო სკოლის ბავშვების ინტელექტუალური უნარების განვითარებას და მათი ცოდნის გამოვლენას.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის კონკურსები სკოლაში ხშირად იმართება, რაც მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს წარმოაჩინონ თავიანთი ცოდნა და განივითარონ გუნდურად მუშაობის, სწრაფად აზროვნებისა და სხვადასხვა ტიპის უნარები.
იხილეთ ფოტოები: