
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი დმანისის საჯარო სკოლაში აღინიშნა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე.
„ჩვენ ვირჩევთ მეგობრებს და არ ვითვლით ქრომოსომებს“ - ამ სახელწოდებით გამართულ ღონისძიებაზე მოსწავლეებმა არაერთი საინტერესო ინფორმაცია მიიღეს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების შესახებ.
ღონისძიების ორგანიზატორი და ხელმძღვანელი იყო სპეციალური მასწავლებელი ინესა გიორგაძე, რომელმაც მოსწავლეებისთვის ინფორმაციული და სახალისო აქტივობებით დატვირთული გაკვეთილი ჩაატარა.
მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ღონისძიების ბოლოს ჩამოაყალიბეს პრინციპი, რომ მთავარი ქრომოსომების რაოდენობა კი არ არის, არამედ ადამიანის ღირებულება, რომელიც მეგობრობასა და თანადგომაში გამოიხატება.
იხილეთ ფოტოები: