დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის ეკოკლუბი „მწვანე მომავლის“ წევრებმა მდინარეების დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
27-03-2025

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის ეკოკლუბი „მწვანე მომავლის“ წევრებმა 22 მარტს მდინარეების დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.

ღონისძიება მიზნად ისახავდა მდინარეების ეკოლოგიური მდგომარეობის გაცნობას. მოსწავლეებმა გამართეს საინფორმაციო პრეზენტაციები, რომლებშიც ისაუბრეს მდინარეების პრობლემებზე, მათი ეკოსისტემების მნიშვნელობაზე და მდინარეების მდგრადი მართვის აუცილებლობაზე. 

„მწვანე მომავლის“ წევრები გარემოს დაცვის მიმართულებით სხვა მოსწავლეებში ცნობიერების ასამაღლებლად აქტივობების ჩატარებას სამომავლოდაც აპირებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203