„ჩვენ ერთად ვქმნით ფერად სამყაროს“ - ქუთაისის N40 სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღნიშნეს 
28-03-2025

ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას და მათი თვალსაწიერის გაფართოებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

საინტერესო აქტივობებით გამოეხმაურნენ სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის. ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ საერთაშორისო კამპანიას აქტიურად შეუერთდნენ IIIგ კლასის მოსწავლეებიც (დამრიგებელი: მ.ყვავაძე). 

მოსწავლეები სლოგანის - „ჩვენ ერთად ვქმნით ფერად სამყაროს“ გარშემო გაერთიანდნენ. ექმნეს თემატური პოსტერები, ნახატები, მოამზადეს მცირე პრეზენტაციები, სადაც გამოხატეს მხარდაჭერა დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მიმართ.

„ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს! ნუ დაითვლით თქვენც!“- ერთხმად აღნიშნეს მოსწავლეებმა. ღონისძიებაზე ხაზი გაესვა მეგობრული და ტოლერანტული საზოგადოების ჩამოყალიბების მნიშვნელობას. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203