ქუთაისის N40 სკოლაში, დაუნის სინდრომის შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
27-03-2025

ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში საგნობრივ დისციპლინებთან ერთად, მოსწავლეებს ტოლერანტობას ასწავლიან და სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე მათი ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ. 

21 მარტს სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღინიშნა. 

დაუნის სინდრომის შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, სკოლის ექიმმა - ქეთევან უფლისაშვილმა, მე-5გ (დამრიგებელი ა. ჯამბურიძე) კლასის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა მოაწყო.

სკოლაში სტუმრად იმყოფებოდნენ ასოციაცია - „ქალები რეგიონების განვითარებისათვის“ წარმომადგენლები - ქეთი დეისაძე და მაკა ხეცურიანი. სტუმრება საჩუქრები გადასცეს ბავშვებს.

ღონისძიება გაალამაზა ქუთაისის N40 საჯარო სკოლათან არსებულმა ვოკალური სტუდიის ND STUDIO წევრებმა - ელენე ხვედელიძემ და გაბრიელ ხელაძემ. ვოკალური სტუდიის ხელმძღვანელი ნინო დეისაძე გახლავთ. 

„ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს, ნუ დაითვლი შენც!“- ერთხმად აღნიშნეს მოსწავლეებმა და დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს მხარდაჭერა გამოუცხადეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203