გორელოვკის N3 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა საგზაო უსაფრთხოების წესები თამაშ-თამაშით ისწავლეს
04-02-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის სკოლის I კლასის მოსწავლეებმა შემეცნებით-გასართობი გაკვეთილის ფარგლებში გზაზე უსაფრთხოდ მოძრაობის წესები შეისწავლეს.

პედაგოგმა ინტერაქტიული და სახალისო აქტივობებით ბავშვებს მარტივი და გასაგები ფორმით გააცნო გზაზე უსაფრთხოდ მოძრაობის წესები. 

გაკვეთილი „ვსწავლობთ თამაშით“ მეთოდით წარიმართა, რაც მოსწავლეებისთვის მარტივად აღსაქმელი და სახალისო აღმოჩნდა. 

ბავშვებმა იმიტირებული საგზაო ნიშნების გამოყენებით შეისწავლეს მათი მნიშვნელობა, გაითამაშეს სხვადასხვა სიტუაციები და იმუშავეს გუნდურად.

მათ შეიტყვეს, როგორ უნდა გადავიდნენ „ზებრა გადასასვლელზე“,  როგორ უნდა გამოიყენონ შუქნიშანი და რა წესებს უნდა იცავდნენ გზაზე უსაფრთხოდ გადაადგილებისას.

აქტივობების დროს ბავშვები მონაწილეობდნენ როლურ თამაშებში, რაც დაეხმარათ საგზაო მოძრაობის წესების უკეთ გააზრებაში.

გაკვეთილმა ბავშვებში პასუხისმგებლობის შეგრძნება გაუმძაფრა და უსაფრთხო გადაადგილების მნიშვნელობის გააზრებაში დაეხმარა. 

სკოლა გააგრძელებს მსგავს საგანმანათლებლო აქტივობებს, რათა ბავშვებმა თამაშით, სახალისო და მეგობრულ გარემოში მიიღონ მნიშვნელოვანი ცოდნა, რომელიც მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოადგებათ.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო 1, ვიდეო 2, ვიდეო 3, ვიდეო 4

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203