მათემატიკის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი, საინტერესო ღონისძიებებითა და აქტივობებით გაჯერებული კვირეული ქუთაისის N24 საჯარო სკოლაში
ქუთაისის N24 საჯარო სკოლის მოსწავლეები მათემატიკას, საინტერესო, სახალისო და ინტერაქტიული აქტივობებით სწავლობენ, რაც საგნისადმი მოსწავლეთა ინტერესს კიდევ უფრო აძლიერებს.
ახლახან, სკოლაში მათემატიკის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული დასრულდა.
მათემატიკის კათედრამ (პედაგოგები: ი. კვიჟინაძე, დ. აბაკელია, ნ. ბარდაველიძე) დაგეგმა და კვირეულის ფარგლებში ჩაატარა არაერთი ღონისძიება თუ აქტივობა, კერძოდ:
- მოეწყო მოსწავლეთა (VI-IX კლასები) ნამუშევრების გამოფენა: „ჩემი თვალით დანახული „პი“ რიცხვი“. გამოვლინდა სამი საუკეთესო ნამუშევარი. ავტორები: თეკლა ენდელაძე–VIბ კლასი; თეკლა ლალუაშვილი –VIIIა კლასი; სოფია ბეჟუაშვილი –VIIა.
- ჩატარდა კონკური (VII-XI კლასები) „პის“ დამახსოვრებაზე. გამოვლინდნენ I-II-III ადგილოსანი მოსწავლეები: მარიამ შალამბერიძე IXა კლასი; მარიამ გრიგალაშვილი –XI ა კლასი ; ელენე შეყლაშვილი –VII ა კლასი.
- მე-8 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები; „პი“ რიცხვზე ცნობიერების ამაღლების მიზნით საუკეთესო პრეზენტაცია გააცნეს VI ა,ბ - VII ა,ბ კლასის მოსწავლეებს;
- ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი VII ბ კლასში: „მათემატიკა მუსიკასა და ხელოვნებაში“ (პედაგოგები: ნ. ბარდაველიძე, ი. მაღლაკელიძე, ნ. დანგაძე)
- გაიმართა მათემატიკური ვიქტორინა IXა და IXბ კლასების მოსწავლეებს შორის. გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი (IX ბ კლასი, პედაგოგი დ.აბაკელია).
კვირეულის ბოლოს მოსწავლეები აქტიური მონაწილეობისათვის მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: