
თბილისის N198 საჯარო სკოლა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო კამპანიას აქტიურად შეუერთდა.
სკოლამ აღნიშნულ დღეს საგანმანათლებლო კვირეული მიუძღვნა.
კვირეული დაიწყო კონოჩვენებით მასწავლებლებისთვის, სპეციალისტებისთვის, ასისტენტებისთვის და მშობლებისთვის
პირველი კინოჩვენებისთვის სკოლამ სასკოლო საზოგადოებას შესთავაზა ფილმი - „მეც!“, რომლის სიუჟეტი აგებულია დაუნის სინდრომის მქონე ახალგაზრდა ბიჭის სიყვარულის ამბავზე.
ცნობიერების ამაღლების კამპანიის წლევანდელი თემატიკა იყო - „გააუმჯობესე ჩვენი მხარდამჭერი სისტემები“.
აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, სიმბოლურად სოციალურ ქსელით სკოლამ, როგორ რესურსსკოლამ საზოგადოებას 21 რჩევა შესთავაზა, თუ როგორ შევუწყოთ ხელი მხარდამჭერ სისტემებსა და გარემოს.
კლასში სსსმ მოსწავლეებმა სხვადასხვა ტექნიკით ერთობლივი პოსტერები გაამზადეს ამ დღესთან დაკავშირებით.
კვირის ბოლოს, ტრადიციულად, სკოლა „პეგასის“ მოსაწვლეები ესტუმრნენ 198-ე საჯარო სკოლას. მოსწავლეებმა ერთობლივი ნახატები შექმნეს და შეასრულეს ქართული ცეკვები.
„ეს იყო ინკლუზიური საზოგადოების ნამდვილი ზეიმი“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ სასკოლო საზოგადოების აქტიურობა.
იხილეთ ფოტოები: