„ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს“- ბოლნისის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გზავნილი და შემეცნებითი აქტივობები
27-03-2025

ბოლნისის N3 საჯარო სკოლა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო კამპანიას აქტიურად შუერთდა. 

21 მარტს სკოლაში, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღინიშნა. პედაგოგი მოსწავლეებს დაუნის სინდრომის რაობის შესახებ ესაუბრა და ბავშვებთან ერთად მითები და რეალობა ერთმანეთისგან გამიჯნა. 

მოსწავლეებმა შექმნეს თემატური პოსტერები და ნახატები, სადაც გამოხატეს თავიანთი მხარდაჭერა და თანადგომა დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მიმართ.

ღონისძიებამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოების თითოეულმა წევრმა ხელი შეუწყოს თანასწორი და მხარდამჭერი გარემოს ჩამოყალიბებას. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203