გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისის საჯარო სკოლა დაუნის სინდორმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო კამპანიას აქტიურად შეუერთდა.
21 მარტს სკოლაში დაუნის სინდრომის დღე აღინიშნა.
გაიმართა ღონისძიება, რომელაც მოსწავლეებს შეახსენა, რომ თითოეულ ადამიანს, მიუხედავად განსხვავებულობისა, აქვს თანაბარი უფლებები. ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა მოისმინეს ინფორმაცია დაუნის სინდრომის რაობის შესახებ და სინდრომის შესახებ გავრცელებული მითები და რეალობა გამიჯნეს.
წელს, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის სლოგანია - „გააუმჯობესე ჩვენი მხარდამჭერი სისტემები“ და ხაზს უსვამს იმ აუცილებლობას, რომ დავნერგოთ საზოგადოებაში მხარდაჭერის უფრო ძლიერი სისტემები, რომლებიც ხელს შეუწყობენ ყველა ადამიანის თანასწორობასა და განვითარების შესაძლებლობას.
თითოეული ჩვენი ნაბიჯი, იქნება ეს ყოველდღიური ქცევა თუ გადაწყვეტილება, შეუძლია გააუმჯობესოს გარემო და შეიქმნას ისეთი საზოგადოება, სადაც ყველა ადამიანი იგრძნობს თავს მიღებულად და დაფასებულად.
„ერთად შევქმნათ ძლიერი და თანასწორი სამყარო, სადაც ყველას აქვს შანსი წარმატებისათვის!“,- აღნიშნეს მოსწავლეებმა ღონისძიებაზე, რომელმაც დაადასტურა, რომ სკოლა არის მნიშვნელოვანი პლატფორმა, რომელიც ხელს უწყობს ტოლერანტული საზოგადოების ჩამოყალიბებას.
იხილეთ ფოტო და ვიდეო: