აღაიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თანასკოლელის დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტი ჩაატარეს
21-06-2018
აღაიანის საჯარო სკოლაში სოციალური პროექტი - „ქველმოქმედება ლამაზი სიტყვაა, ქმედება - კიდევ უფრო ლამაზი“ განხორციელდა. სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროექტი სკოლის მოსწავლის დასახმარებლად ჩატარდა.
„სკოლის მეოთხეკლასელ მოსწავლეს მარიამ ფეიქრიშვილს სახლი დაეწვა. ოჯახს სოფლის მცხოვრებლებიც და გამგეობაც მხარში ამოუდგა და მატერიალური დახმარება გაუწიეს, მაგრამ მარიამის თანაკლასელებმა მასწავლებლის შეთავაზება - გაემართათ საქველმოქმედო ღონისძიება და მარიამისთვის დამწვარი ფანდურის სამაგიერო ეყიდათ - დიდი ენთუზიაზმით აიტაცეს და მზადება დაიწყეს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
სკოლის აღსაზრდელებმა საქველმოქმედო კონცერტი ჩაატარეს და აუქციონის წესით საკუთარი ნახატების გამოფენა-გაყიდვა მოაწყვეს.
კონცერტში პირველი, მეორე და მესამე კლასის მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ. ღონისძიებაზე ასევე სკოლის მომღერალთა გუნდმა, თამაზ დურგლიშვილის მონაწილეობით, იმღერა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
საგანმანათლებლო პროგრამის ჩამონათვალი, რომლებზე მიღებაც 50-70 ადგილით შემცირდა; თსუ-ში შემცირდა განათლების მეცნიერებების, ეკონიმიკის ადგილები... დეტალური სია