ლაჯანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედის როლსა და ამაგს ღონისძიებით შეასხეს ხოტბა 
28-03-2025

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაჯანის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც როგორც მოსწავლეთა ცოდნის, ისე მათი შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას ემსახურება. მათ შორის სკოლაში საინტერესო ღონისძიებებით ეხმიანებიან მნიშვნელოვან თარიღებსა და მოვლენებს. 

სკოლაში გაიმართა დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „შვილის თვალებში მზე თუ იცინის , დედისთვის მუდამ  გაზაფხულია“. 

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ, მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს მუსიკალური ნომრები და დედის როლსა და ამაგს ხოტბა შეასხეს და მათ სიყვარული და პატივისცემა კიდევ ერთხელ დაუდასტურეს. 

ბავშვებმა დედებს დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს. სკოლის მატიანეს კი კიდევ ერთი შთამბეჭდავი ღონისძიება შეემატა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...