ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაჯანის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღინიშნა.
ეს დღე მნიშვნელოვანია, რადგან ის ხელს უწყობს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, სტერეოტიპების დამსხვრევას და გვახსენებს, რომ თითოეულ ადამიანს, მიუხედავად განსხვავებულობისა, აქვს თანაბარი უფლებები.
სკოლის მე-7 კლასში, სამოქალაქო განათლების პედაგოგმა - ფიქრია ჭიღვარიამ, საგანმანათლებლო ღონისძიება ჩაატარა.
ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა მოისმინეს ინფორმაცია დაუნის სინდრომის რაობის შესახებ და სინდრომის შესახებ გავრცელებული მითები და რეალობა გამიჯნეს.
მოსწავლეებმა შექმნეს თემატური პოსტერები, ნახატები და მოამზადეს მცირე პრეზენტაციები, სადაც გამოხატეს თავიანთი მხარდაჭერა და თანადგომა დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მიმართ.
ღონისძიებამ დაადასტურა, რომ სკოლას შეუძლია იყოს ცნობიერებისა და ემპათიის გაზრდის პლატფორმა და ხელი შეუწყოს ტოლერანტული საზოგადოების ჩამოყალიბებას.
იხილეთ ფოტოები: