ლაჯანის საჯარო სკოლის V-XII კლასის მოსწავლეებისთვის ჩატარდა შიდა სასკოლო ვიქტორინა, რომლის გამარჯვებულებსაც სამახსოვრო  საჩუქრები გადაეცათ
26-03-2025

ცაგერის მუნიციპალიტეტის ლაჯანის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარობს და სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებიც ინტენსიურად ტარდება.

მათემატიკის კათედრის მიერ, 2025 წლის 19 მარტს ჩატარდა პროექტის დასკვნითი ღონისძიება, ვიქტორინა „ვინ იქნება გამარჯვებული", რომელშიც აქტიურად მონაწილეობდნენ V-XII კლასის მოსწავლეები და მასწავლებლები.

 პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლეთა ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას. გამარჯვებული გუნდის წევრებს გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203