სამების საჯარო სკოლის მოსწავლეები მასშტაბურ გარემოსდაცვით ღონისძიებას შეუერთდნენ 
27-03-2025

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლაში მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის, გარემოზე მზრუნველ მოაქალაქეებს ზრდიან. პედაგოგები მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ და ხელს უწყობენ მათი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის განვითარებას.

22 მარტს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გარემოსდაცვითი ღონისძიება - „დედამიწის საათი“ აღინიშნება. ამ მნიშვნელოვან თარიღს სამების საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად შეუერთდნენ და საკუთარი წვლილი შეიტანეს ელექტროენერგიის დაზოგვის მნიშვნელოვან საქმეში. 

აქტივობის მიზანი იყო კლიმატის ცვლილების შესახებ საზოგადოების ინფორმირება, ცნობიერებისა და პასუხისმგებლობის გაზრდა და ქცევის გარემოს სასარგებლოდ შეცვლა.

იხილეთ ბმული:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...