დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ენერგოეფექტურობისა და გამორთვის გლობალური დღე აღნიშნეს
26-03-2025

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯის საჯარო სკოლა დიდ ყურადღებას აქცევს მოსწავლეებში გარემოსდაცვითი უნარების ჩამოყალიბებას და ამ მიზნით არაერთ მნიშვნელოვან აქტივობას ახორციელებს. 

სკოლაში შექმნილია ეკოკლუბი „მწვანე მომავალი“, რომლის წევრებმაც აღნიშნეს ენერგოეფექტურობის მსოფლიო დღე და გამორთვის გლობალური დღე. ჩაატარეს საინფორმაციო ტიპის შეხვედრა სკოლის სხვა მოსწავლეებთან და ისაუბრეს რამდენად მნიშვნელოვანია ენერგოეფექტურობა და რას ნიშნავს ეს.  მოიყვანეს გარემოსდაცვით ორგანიზაციების მიერ მოყვანილი მაგალითები და მოსწავლეებს ასწავლეს როგორ მიაღწიონ ენერგოეფექტურობას. ამისთვის მრავალი მარტივი ხერხი არსებობს, რომელთა გამოყენება მთელი წლის განმავლობაშია შესაძლებელი, მაგალითად: განათების და ელექტრო მოწყობილობების გამორთვა, როდესაც მათ არ იყენებთ; LED ნათურების გამოყენება; გადასაადგილებლად საზოგადოებრივი ტრანსპორტის ან ველოსიპედის არჩევა და სხვა.

ეკოკლუბის წევრებმა ყურადღება გაამახვილეს გამორთვის გლობალურ დღეზეც და აღნიშნეს, რომ გამორთვის გლობალური დღე მოგვიწოდებს, 24 საათით გავთიშოთ ელექტრონული მოწყობილობები და დრო დავუთმოთ დასვენებას ოჯახთან, მეგობრებთან ან მარტო.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203