ოზურგეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე ანდრია ადეიშვილი ჭადრაკში 8 წლამდე ჭაბუკთა შორის, ჩემპიონი გახდა
26-03-2025

ოზურგეთის N1 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მაქსიმალურად ცდილობენ მოსწავლეთა არაფორმალურ განათლებაში ჩართვას, მათ მოტივაციასა და წახალისებას სხვადასხვა მიმართულებით.

აღსანიშნავია, რომ სკოლას არაერთი ნიჭიერი და წარმატებული მოსწავლე ჰყავს, რომლებიც სხვადასხვა სპორტულ თუ ინტელექტუალურ კონკურსებში გამოდიან და იმარჯვებენ.

ამჯერად ოზურგეთის N1 საჯარო სკოლა სიამაყით გვაცნობს  II  კლასის მოსწავლეს ანდრია ადეიშვილს, რომელიც ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონატის დასავლეთის ზონის  პირველ ლიგაში, 8  წლამდე ჭაბუკთა შორის, ჩემპიონი გახდა. ანდრეას მწვრთნელი იყო ნინო წიტიაშვილი.

სკოლა ულოცავს ანდრიას და მის მწვრთნელს ამ გამარჯვებას და მომავალში კიდევ უფრო დიდ წარმატებებს უსურვებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203