
ნოდარ დუმბაძის სახელობის ოზურგეთის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
პედაგოგები საინტერესო აქტივობებს ატარებენ მოსწავლეთა ცნობიერების ასამაღლებლად, ზრუნავენ რომ თითოეული მოსწავლე გაიზარდოს და ჩამოყალიბდეს მაღალი პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქედ, რომელმაც იცის, რამდენად მნიშვნელოვანია გარემოზე ზრუნვა, ფლორა და ფაუნა.
ბოლო პერიოდის ერთ-ერთი საინტერესო აქტივობა ჩაატარა პედაგოგმა ანგული სარჯველაძემ, VIIდ კლასში, ქვეწარმავლების შესახებ.
მოსწავლეთა ინტერესისა და მათში ცნობისმოყვარეობის გასაზრდელად კი გაკვეთილზე კუ მიიყვანა, რომელმაც პატარებში ნამდვილად დიდი აღფრთოვანება გამოიწვია.
იხილეთ ფოტოები: