თბილისის N16 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს საინფორმაციო ხასიათის აქტივობებით გამოეხმაურნენ
26-03-2025

დავით სარაჯიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N16 საჯარო სკოლა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო კამპანიას აქტიურად შეუერთდა. 

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს სკოლაში საინფორმაციო ხასიათის აქტივობებით გამოეხმაურნენ. 

საგანმანათლებლო აქტივობები დაწყებითი და საბაზო საფეხურის კლასებში, სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით მოეწყო. 

მოსწავლეები გაეცნენ დაუნის სინდრომის რაობას, ხაზი გაესვა ინკლუზიური განათლების მნიშვნელობას, მოსწავლეებმა პედაგოგებთან ერთად სინდრომის შესახებ არსებული სტერეოტიპები დაამსხვრიეს და მითები და რეალობა ერთმანეთისგან გამოჯნეს. 

ამ დღის სლოგანი - „გააუმჯობესე ჩვენი მხარდამჭერი სისტემები“ ხაზს უსვამს, რომ ინკლუზიური და მზრუნველი გარემოს შექმნა საზოგადოების თითოეულ წევრზეა დამოკიდებული, რაც მოსწავლეებმა ნათლად გაიაზრეს. 

ასეთი აქტივობები არა მხოლოდ ამაღლებს მოსწავლეთა ცნობიერებას, არამედ ხელს უწყობს უფრო ჰუმანური, ტოლერანტული და მეგობრული გარემოს შექმნას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...