ქვემო აკეთის საჯარო სკოლაში, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ხელმძღვანელობით, საინტერესო ვიქტორინა გამართა
26-03-2025

გია ტრაპაიძის სახელობის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო აკეთის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯარებულია საინტერესო საგანმანათლებლო ინიციატივებით. 

ახლახან, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა - თამუნა დარსალიამ ჩაატარა ვიქტორინა, რომელშიც მე-5-მე-6 კლასებისგან დაკომპლექტებული 2 ჯგუფი მონაწილეობდა.

ერთმანეთს „მეკობრეები“ და „კაპიტან კაუჭას ხომალდი“ შეჯიბრნენ. 

ვიქტორინა მეტად საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და აქტიურობით წარიმართა და მისი მიზანი იყო:

  • ქართული ენის მართლწერის წესების განმტკიცება;
  • უკვე შესწავლილი გრამატიკის წესების თავმოყრა და გამოყენება;
  • ჯგუფურად მუშაობის უნარის გაღრმავება;
  • სწრაფად წერისა და აზროვნების უნარისს გაუმჯობესება.

პირველ ადგილზე გავიდა „კაპიტან კაუჭას ხომალდი“. ორივე გუნდის წევრებს გადაეცათ სიგელები.

იხილეთ ვიდეომასალა:

 

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203