
თბილისის N31 საჯარო სკოლა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ მსოფლიო ღონისძიებას შეუერთდა.
სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე საგანმანათლებლო ღონისძიებით აღინიშნა.
სკოლის სპეციალური განათლების სპეციალისტებმა, მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, ჩაატარეს საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები და დამრიგებლები.
სპეციალისტები მოსწავლეებს ესაუბრნენ დაუნის სინდრომის რაობის, მისი მახასიათებლების შესახებ.
ბავშვებმა ნახეს ვიდეორგოლი და განიხილეს თანაკლასელებთან ერთად.
2025 წლის მთავარი გზავნილია - „გააუმჯობესე ჩვენი მხარდამჭერი სისტემები“, რაც კიდევ ერთხელ გვახსენებს ადამიანების საჭიროებებს მორგებული გარემოს მნიშვნელობას.
სკოლის დირექცია მადლობას უხდის აქტიური ჩართულობისთვის ინკლუზიური განათლების სპეციალისტებსა და დამრიგებლებს.
იხილეთ ვიდეომასალა: