სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე საგანმანათლებლო ღონისძიებით აღინიშნა.
ეს დღე მნიშვნელოვანია, რადგან ის ხელს უწყობს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, სტერეოტიპების დამსხვრევას და გვახსენებს, რომ თითოეულ ადამიანს, მიუხედავად განსხვავებულობისა, აქვს თანაბარი უფლებები.
ღონისძიებას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მაია ალადაშვილი, რომელმაც მოსწავლეებს უჩვენა საინტერესო ვიდეომასალა, რომელიც ასახავდა დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ცხოვრებას, შესაძლებლობებს, წარმატებულ მაგალითებსა და იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც ისინი დგანან.
ვიდმასალამ მოსწავლეთა დიდი ინტერესი გამოიწვია, მათ დასმულ კითხვებს პედაგოგმა ამომწურავი პასუხები გასცა.
ღონისძიების მეორე ნაწილი დისკუსიას დაეთმო, სადაც მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ მსჯელობაში და აღნიშნეს, რომ ყველა ადამიანი უნიკალურია.
ღონისძიებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სკოლას შეუძლია ცნობიერებისა და ემპათიის გაზრდის პლატფორმად იქცეს და ხელი შეუწყოს გულისხმიერი, მეგობრული და ტოლერანტული საზოგადოების ჩამოყალიბებას.
იხილეთ ფოტოები: