დაბლაციხის საჯარო სკოლის მოსწავლეები უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებს გაეცნენ 
26-03-2025

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბლაციხის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს პროფესიული ორიენტაციის განსაზღვრაში ეხმარებიან. 

ახლახან, მოსწავლეები ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ, სადაც უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებს გაეცნენ.

მოსწავლეებმა დაათვალიერეს აუდიტორიები, შეხვდნენ სხვადასხვა საგნის ლექტორებს.

მათ ჩაუტარდათ მინი-ლექცია პროფესიის შერჩევასთან დაკავშირებით და ლექტორებმა აუხსნეს სხვადასხვა პროფესიის არჩევის შემთხვევაში რა საგნებს გაივლიან.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203