
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლაში წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა.
ღონისძიებამ კიდევ ერთხელ შეახსენა სასკოლო საზოგადოებას თუ რამდენად ძვირფასია წყლის რესურსები და რატომ არის აუცილებელი მათი მოფრთხილება და რაციონალურად გამოყენება.
სკოლის ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებელმა - ლამზირა ონიანმა მოსწავლეებთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ამ დღის მნიშვნელობას და ისაუბრა იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია თითოეულმა ადამიანმა შევიტანოთ წვლილი წყლის რესურსების დაცვასა და მდგრად გამოყენებაში.
მასწავლებელმა მოსწავლეებს სხვადასხვა საინტერესო და შემეცნებითი აქტივობა შესთავაზა, რომლებიც მოსწავლეებს დაეხმარა უკეთ გაეცნონ წყლის დანიშნულებას, მის მნიშვნელობას გარემოსთვის და ადამიანებისთვის.
ღონისძიების დასასრულს, მოსწავლეებმა საზოგადოებასა და ერთმანეთს მოუწოდეს - „მოვუფრთხილდეთ წყლის რესურსებს და გამოვიყენოთ რაციონალურად წლის თითოეული წვეთი!“.
იხილეთ ფოტოები: